logo
ENG



"მოგვიწოდა უწყვეტი პროტესტისკენ, მობილიზებისკენ არჩევნებისთვის" - აქტივისტი პრეზიდენტზე

10 მაი 202420:27
3 წუთის საკითხავი
 

დღეს აქტივისტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი ერთ-ერთია, ვინც ზურაბიშვილს შეხვდა.

ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტმა აქტივისტებს უწყვეტი პროტესტისკენ და არჩევნებისთვის მობილიზებისკენ მოუწოდა.

"ძირითადი თემა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი განწყობით არის ევროპა, ასევე, [ვისაუბრეთ] ევროპის მხარდაჭერაზე. ასევე, ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნებზე, კოალიციურ მთავრობაზე და პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერაზე.

მოგვიწოდა მაქსიმალური აქტივიზმისკენ, უწყვეტი პროტესტისკენ და მობილიზებისკენ არჩევნებისთვის", - აცხადებს ნაცვლიშვილი.


close დახურვა